ეუთო/ოდირის ანგარიში ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ვფიქრობ, დოკუმენტი სპობს სივრცეს მანიპულაციისთვის - გიორგი კალანდარიშვილი

21 დეკემბერი 2024, 16:15 168 ნახვა

ეუთო/ოდირის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ანგარიშში მოცემული როგორც დადებითი მხარე, ასევე, შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც საჭიროებს ანალიზს საარჩევნო პროცესის განვითარებისთვის.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის როლი მნიშვნელოვანია არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გამოქვეყნებული დასკვნა ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი. ის კარგად იყო ადმინისტრირებული, განსაკუთრებით პროცედურულ, ტექნიკურ ნაწილში, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას, არამედ პროცედურულ გამართულობასაც. რა თქმა უნდა, ანგარიშს როდესაც ვკითხულობთ გასათვალისწინებელია, როგორც დადებითი მხარე, ასევე, შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მოცემულია ანგარიშში. ეს თავის მხრივ, საჭიროებს ანალიზს, შესწავლას. მისი გათვალისწინება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენ თუ ვნახავთ სხვადასხვა ქვეყნების შეფასებებს ევროპული და მსოფლიო მასშტაბით კარგად ამოვიკითხავთ, რომ ეს არის ამ კომპლექსურობის ნაწილი, როცა საუბარია როგორც პროგრესზე, მიღწევებზე, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით წუხილზე, შენიშვნებზე და ამის შედეგად მოცემულ რეკომენდაციებზე.

 

ჩვენ ანგარიშს ვკითხულობთ ობიექტურად, კომპლექსურად და ვიღებთ როგორც დადებით შეფასებებს, ისევე, როგორც ანალიზს ვუკეთებთ იმ მიგნებებს, რაც მოცემულია დოკუმენტში. ეს დაგვეხმარება, რომ მათ შორის, ეუთო/ოდირთან შემდგომი თანამშრომლობის გზით დავადგინოთ ის მექანიზმები, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებაში ინსტიტუციას კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ შემდგომი განვითარება საარჩევნო პროცესის, მათ შორის, საარჩევნო პროცედურებისა და სხვადასხვა საკითხების, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში