პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
როგორც მმართველი გუნდის წევრი წერს, სოციალურ ქსელში გაზიარებული კონკრეტული ფოტო/ვიდეომასალა არ ასახავს გუშინდელ აქციას.
„გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა, ზემოდან visioner-ს დაათვლევინეს 200 000 ვიყავითო, იმ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია, წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - წერს წილოსანი.