საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა-ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეუთო ოდირის დასკვნას საერთო ბრიფინგზე.
მათი განცხადებით ყველა ელემენტსა და კომპონენტში, სერიოზული დარღვევებია, ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს.
ამბობენ, რომ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შემთხვევა იყო ამომრთველთა იძულების, დაშინების, ძალდატანების, განსაკუთრებით ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და საჯარო მოხელეები.