ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და ორგანიზაციის ოფისში პოლიცია შევიდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველების შესვლის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველები შევიდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ასევე „დროას“ და პარტია „ახალის“ ოფისში
ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა დაწერა, რომ მასთანაც პოლიცია მივიდა.
ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.