ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში - პრემიერი

17 ნოემბერი 2024, 14:50 236 ნახვა

ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფოთში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წევრებს ძალიან უჭირთ კონსტრუქციული მოქმედება.

„მათ (ოპოზიციის წევრებს) ძალიან უჭირთ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ამას აქვს, სამწუხაროდ, ერთი მთავარი მიზეზი - ისინი არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ, ამისთვის გამოგვიცხადა ნდობა, კიდევ ერთხელ, ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც,“ - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი