ესპანეთში სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოები მოსალოდნელი სტიქიის გამო შეჩერდა

14 ნოემბერი 2024, 10:01 235 ნახვა

ესპანეთის ვალენსიის რეგიონის მუნიციპალიტეტის პაიპორტას მოსახლეობა   ისევ ძლიერი წვიმისა და შტორმისთვის ემზადება, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, რაც რეგიონში ძლიერმა წყალდიდობამ კატასტროფული შედეგები გამოიწვია.

პაიპორტას ქუჩები ტალახის სქელი მასით არის დაფარული და ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაციები. ესპანურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვალენსიის სამხრეთ სანაპირო ზონაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა და  40-დან 120 მმ-მდე ნალექს  პროგნოზირებს.   

მოსალოდნელი შტორმის გამო ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა შეწყვიტა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამძებრო ოპერაცია ვალენსიის სანაპიროზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი