კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან - ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება.
“კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მისიებს, ვინც აკვირდება არჩევნებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, თუ როგორ ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობა. ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ. ეს არ არის სწორი ფორმა, კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება”, - განაცხადა კალაძემ.