ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

23 სექტემბერი 2024, 08:45 195 ნახვა

16 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 15 წლის ბიჭი, ღამით სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპორიჟიეზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

ზაპორიჟიეს გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსეთმა შვიდი საჰაერო დარტყმა მიიტანა ქალაქსა და მიმდებარე რაიონზე, დააზიანა 13 საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო დაწესებულება, მანქანები, ავტოფარეხები და კერძო საცხოვრებელი სახლები.

ფედოროვის მონაცემებით, რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 363 საჰაერო და სახმელეთო დარტყმა განახორციელა ზაპორიჟიეს  რეგიონის 12 დასახლებულ პუნქტზე, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ქალაქი ზაპორიჟიეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში