დონალდ ტრამპმა რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიაში დაგეგმილი ავიათავდასხმის შესახებ გააფრთხილა და ასადის რეჟიმი იდლიბში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დასაჯა. ვაშინგტონის სარაკეტო იერიშებს გადაურჩნენ ბაზაზე დისლოცირებული რუსი სამხედროები. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმას უკანონო უწოდა. ევროკავშირში კი დარწმუნებულები არიან, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. გაეროს უშიშროების საბჭო მომხდართან დაკავშირებით სხდომას მართავს.