უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს - შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2024, 15:33 351 ნახვა

უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს და ვხედავთ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, იშვიათია ამაზე უხეში ფაქტები, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით, რომელიც თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს, არა მხოლოდ, წინასაარჩევნო აგიტაციაა, არამედ, აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს არის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში.

„ვიცით, რომ დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია. ამავე დროს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აორგანიზებს ამ ღონისძიებას, თავად არის პოლიტიკაში, მისი წევრები არიან პოლიტიკაში და ეს, ცალკე კიდევ, წარმოშობს ეჭვებს, რომ აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. ეს ქმნის იმის აღქმას, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა იმ გათვლით, ამ „ენჯეოს“ მხრიდან, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და თავისივე წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებს. კიდევ ერთხელ, მედიასაც ვთხოვ, დაინტერესდეს, უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს, ვინაიდან დანიის ფულია და ვხედავთ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ამაზე უხეში ფაქტები მგონი, იშვიათია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი