აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს - პრემიერი

03 აგვისტო 2024, 15:03 367 ნახვა

აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა გზავნილია მისთვის, ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორსაც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი“, თელავში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მონაწილეობით მართავს.

პრემიერის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„რაც შეეხება ამ ყველაფერს, აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება”, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი