ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმე - გამოკითხვის პროცესი სუს-ში

22 ივლისი 2024, 15:00 397 ნახვა

ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულები პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც ადვოკატი  აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. თუ კონკრეტულად რა ფაქტს უკავშირდება გამოძიება, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სულ რამდენი პირია კიდევ გამოკითხვაზე დაბარებული, უცნობია.

უკვე გამოძახებულ პირებს პოზიცია დაფიქსირებული აქვთ და ისინი ჩვენებას სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი