U20 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებმა“ იტალია დაამარცხეს 

10 ივლისი 2024, 09:58 625 ნახვა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, მეოტოქეს ოთხი ლელო დაუდო, ბონუსქულა მოიპოვა და 28:17 მოიგო.

პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების ბონუსქულით დამარცხება სჭირდებოდათ.  უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თავისი ამოცანა დადებითად გადაწყვიტეს, იტალია ბონუსქულით დაამარცხეს.

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხდეს, ბონუსქულის აღება ვერ მოახერხოს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი