მიქაუტაძის გოლი თვის საუკეთესო გოლის ნომინანტებშია

06 თებერვალი 2025, 09:39 144 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც დეკემბერ-იანვარში საუკეთესო გოლს გამოავლენს.

ხუთ ნომინანტს შორის გიორგი მიქაუტაძეცაა, კერძოდ, ქართველი ფორვარდის გოლი „ანჟერის“ წინააღმდეგ. მიქაუტაძის კონკურენტები არიან მოსეს საიმონი (ნანტი), ლუკას სტასინი (სენტ ეტიენი), აგუსტინ ბოაკი (სენტ ეტიენი) და მაგნეს აკლიუჩი (მონაკო).

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 8 გოლის გატანა მოახერხა.

 
ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში