თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში იტალიის „პრო რეკოს“ თბილისში უმასპინძლა და 5:17 დამარცხდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა იტალიაში გაიმართა და „პრო რეკოს“ გამარჯვებით 17:5 დასრულდა. საპასუხო მატჩიც იტალიელთა უპირატესობით წარიმართა.
სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ, ოთხივე მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ ევროთასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. თბილისელთაგან ორი ბურთი ლუკა ჩიქოვანმა გაიტანა, თითო კი სანდრო ადეიშვილის, ველკო ტანკოსიჩისა და სტეფან პიეშივაცის ანგარიშზეა.
ამ შეხვედრით დინამოელთათვის ევროსეზონი დასრულდა.