„ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრს დროს, დიდი ალბათობით, "სპორტინგს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს.
პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონები ქართველის სანაცვლოდ "ლევანტესთვის" 4 მილიონი ევროს გადახდაზე მზად არიან. ეს ესპანური კლუბისთვისაც მისაღები ვარიანტია. გამოცემის ინფორმაციით, გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი გამართა, გაიტანა 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
"სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში 50 ქულით პირველ ადგილზეა მეორეადგილოსან "ბენფიკას" 6 ქულით უსწრებს.