''ბაკურიანი 2025''

05 თებერვალი 2025, 15:01 117 ნახვა

9-16 თებერვალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში - სამთო თხილამურობაში, ბიატლონში, თავისუფალ სრიალში, ფიგურული ციგურაობაში, ყინულის ჰოკეში, შორტ ტრეკში, თხილამურებით რბოლსა და სნოუბორდში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი.

საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში 8 სპორტსმენი იასპარეზებს. ეს სახეობებია: ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი. სამთო თხილამურობასა და ბიატლონში შეჯიბრებები ჩატარდება ბაკურიანში, ფიგურულ ციგურაობაში კი ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და დაიხურება 16 თებერვალს.

გახსნის და დახურვის ცერემონიები ბაკურიანში გაიმართება.

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ, მოსალოდნელ ტურნირზე და სპორტსმენთა მზადყოფნაზე ისაუბრეს და საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებები უსურვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში