ევროპული თავგადასავალი გრძელდება

30 ივნისი 2024, 18:20 214 ნახვა

მორიგი ისტორიული მატჩის  დრო ახლოვდება. ზუსტად 5 საათში საქართველო - ესპანეთის დაპირისპირება დაიწყება. ქართველი გუშემატკივარი მატჩის დასაწყის სულმოუთქმელი ველოდებით, ყველანი ვერთიანდებით გამარჯვებისთვის.

გვჯერა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპული თავგადასავალი მეოთხედფინალში გაგრძელდება.  ნაკრები ფორმაშია და რევანშისთვისაც მზადაა.

აქვთ მოზღვავებული ჟინიც და მოტივაციაც, რომ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ მორიგი ტრიუმფი ვიზეიმოთ. ვიცით რომ ორი ყვითელი ბარათის გამო ანზორ მექვაბიშვილი ესპანეთთან თამაშს დააკლდება,

ასევე ძირითად შემადგენლობაში იგეგმება ცვლილებები. ვნახოთ ამჯერად რა ტაქტიკას აირჩევს მწვრთნელი, ამის შესახებ ცნობილი თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე გახდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში