ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ტურნირი მოიგო. შეჯიბრების ფინალში ქართველმა ჩეხი მარტინ კრუმიჩი სამ სეტში, 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა.
ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე საბა ფურცელაძემ ორ რუს, ერთ ავსტრიელ და ერთ რუმინელ მეტოქეს მოუგო.
ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 455-ე პოზიციას იკავებს.