თურქეთში გამართულ ანტალიის ღია პირველობაზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარაათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის მედალოსანმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე კიდევ ორი პარატაეკვონდისტი - ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.