სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
უწყების ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის" დასაცავად მონაკვეთზე სამართალდამცავებმა სამი პირი იმ დროს დააკავეს, რა დროსაც ისინი ჯგუფურად საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მუხლით დაიწყო.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.