არსებობს თუ არა რისკი საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი და გადაიხედოს ევროპული დაფინანსების საკითხი. 31 ევროპარლამენტარი ამ ინიციატივით ჯოზეფ ბორელს მიმართავს, რასაც მმართველი გუნდი არასამართლიანად მიიჩნევს.
ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ წერილის მიზანი საქართველოში საპროტესტო მუხტის შენარჩუნებაა.
ევროპარლამენტარების მოთხოვნების ნაწილი ლეგიტიმურია ოპოზიციისთვის, თუმცა კანდიდატის სტატუსის ეჭვქვეშ დაყენება არასწორად მიაჩნიათ.