ლელობურთი გურიაში

05 მაისი 2024, 18:02 495 ნახვა

გურიაში სააღდგომო ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს. უამინდობის მიუხედავად 16 კილოგრამიანი ბურთის მოსაპოვებლად ზემო და ქვემო შუხუთელები იბრძვიან.

ქვიშით სავსე ტყავის ბურთი თამაშის მონაწილეებს წელსაც წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარმა გადასცა.  

უძველესი ეროვნული თამაშის გამო ლანჩხუთში ცენტრალური გზა გადაკეტილია.

თამაშის პრინციპი ასეთია: ქვემო და ზემო შუხუთს შორის ხიდია, რომელ მხარესაც მოთამაშეები ბურთს გადაიტანენ, ის სოფელი ჩაითვლება გამარჯვებულად.

ამჯერად გამარჯვებული ზემო შუხუთი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი