ევროპარლამენტში საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

25 აპრილი 2024, 10:25 378 ნახვა

დღეს ევროპარლამენტში, საქართველოში “უცხოური გამჭვირვალობის” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.

რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო დღეს კენჭისყრა იქნება. ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი 5 სხვადასხვა პარტიიდან.

ტექსტში ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების ნაწილს არღვევს.

პროექტში აღინიშნება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების.

ასევე განმარტებულია,  რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ საფუძველზე გადაწყვიტა, რომ თბილისი ამ ნაბიჯებს შეასრულებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი