საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პოლონეთიდან

06 მარტი 2025, 10:08 189 ნახვა

პოლონეთიდან თვითმფრინავით საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. დონალდ ტუსკმა პლატფორმა იქსზე დაწერა, რომ ისინი "ფაქტობრივად შლიან ქართულ ბანდებს".

განცხადებას ურთავს ვიდეორგოლს, რომელშიც სასაზღვრო პოლიცია ქართველი არალეგალი მიგრანტების ესკორტირებას ახდენს თვითმფრინავამდე.

“პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში