იტალიის პოლიციამ დააკავა ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების აქტიურ წევრად მიიჩნევა და ეჭვმიტანილია ტერორისტულ საქმიანობაში.
იტალიის ხელისუფლებას არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია რუსეთზე და გასულ თვეში მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რისთვისაც რუსეთში მცხოვრები რამდენიმე ტაჯიკი დააკავეს.
პოლიციის განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რომელმა ქვეყანამ გასცა მასზე დაკავების ორდერი. პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილმა გამოიყენა რამდენიმე ყალბი პირადობა.