მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოზიცია უქმდება.
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს, ხვალ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. კენჭისყრაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება.
ოპოზიცია პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებს. ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის დაბლოკვა კი, მმართველი გუნდის შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიის შემადგენელი ნაწილია.