ძაღლების და კატების სტერილიზაცია სავალდებულო გახდება

16 მარტი 2024, 10:50 459 ნახვა

პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მისაღებად ემზადება. საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენა უკვე გაიმართა.  ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში განისაზღვრება რამდენი ძაღლი ან კატა შეიძლება ჰყავდეს მოქალაქეს სახლში, როგორ შეიძლება საჯარო სივრცეში ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაადგილება და ასე შემდეგ. 

ასევე, ძაღლების და კატების სტერილიზაცია სავალდებულო გახდება. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი აანონსებს, რომ საგამონაკლისო წესი მხოლოდ  სანაშენე ძაღლებს შეეხება, რომლის პატრონებიც შესაბამის ცნობას აიღებენ. ანუ თუ მეპატრონეს ძაღლის გამრავლება მოუნდება, მან საშენს უნდა მიმართოს და დოკუმენტები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

მაია ბითაძის პროგნოზით, 10 წელიწადში ქვეყანას უპატრონო ძაღლები აღარ ეყოლება. კანონპროექტს კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი