საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად.