ე.წ. ვეტინგი - უზენაესი სასამართლოს განცხადება

12 მარტი 2024, 10:00 465 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. 

უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს, მასში აღნიშნულია, რომ  ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას. სასამართლოს განმარტებით, არსებულ მოცემულობაში, ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე.

„ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.“-წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი