ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარაში მცხოვრები აფხაზები დააჯილდოვეს.
გაიმართა მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონფერენცია მშვიდობის მშენებლობის თემაზე.
ღონისძიება ‘’აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების სააგენტოსა’’ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ასევე ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ‘’ერთობა ხვალისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.