სალომე ზურაბიშვილი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ

17 თებერვალი 2024, 20:05 438 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ფაქტის ამსახველი ფოტო თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სურათზე ასახულია, როგორ ართმევს ხელს ერთმანეთს ორი ქვეყნის პრეზიდენტი.

მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს.მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი