დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

17 იანვარი 2024, 20:36 348 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური პოტენციალი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში