2024 წელი არის გადამწყვეტი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, სად იქნება ქვეყანა - იქნება დამოუკიდებელ და თავისუფალ სამყაროში, რეალურად და არა მხოლოდ წარწერით, თუ წავა ნელი სვლით ისევ იმ ჯურღმულში, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ თავი დავაღწიეთ, - ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა. მან იმ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებაც „ლელოს“ სურს და რომელსაც საკვანძოდ მიიჩნევს საქართველოს განვითარებისთვის.