ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობაზე 

25 ნოემბერი 2023, 17:52 519 ნახვა

„ნუ გაჩუმდებით!“ - ასეთია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მთავარი გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ელჩი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ“ და „დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას“.

ელჩის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა „არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა“.

ელჩი ხაზს უსვამს ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის გზების გაძლიერების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც ევროკავშირი საქართველოში შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი