ისრაელთან დროებითი ზავი ძალაში შევა ხვალ, დილის 10:00 საათიდან - "ჰამასი"

22 ნოემბერი 2023, 16:35 423 ნახვა

"ჰამასს“ და ისრაელს შორის დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში - ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა მედიასთან განაცხადა.

მისივე ცნობით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც გათავისუფლდებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.

მხარეთა შეთანხმებით, პირველ ეტაპზე, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი