ევროსაბჭო რუსეთს დიქტატურად აცხადებს

13 ოქტომბერი 2023, 18:08 540 ნახვა

ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა - რუსეთის წინააღმდეგ ახალი რეზოლუცია სრული მხარდაჭერით დამტკიცებულია. 43 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ევროსაბჭო საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდებს.

ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა.

2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად აქცია. 

რეზოლუციას მხარი საქართველოდან მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი