გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაცია მიაწოდაბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების შესახებ მზაობა გამოთქვეს-ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.