ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო 

17 იანვარი 2025, 10:36 94 ნახვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა.

ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. 

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში