ისრაელში რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაცია მიმდინარეობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 360 ათასი რეზერვისტის მობილიზაციაა გამოცხადებული.
ქვეყნის თავდაცვაში აცხადებენ, რომ იერიში მიაქვთ ჰამასის მიერ აგებულ საიდუმლო გვირაბებზე, რომლებიც ტერორისტებმა ღაზის სექტორის ქვეშ განათავსეს. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის დამფუძნებელი სამი ალჰასანი. ასევე გასულ დღეს ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
ისრაელი მომიჯნავე სახელმწიფოებთან უსაფრთხოების უმკაცრეს ზომებს მიმართავს. რთული ვითარებაა ღაზას სექტორშიც, სადაც იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 423 ათასამდე გაიზარდა.
ასევე „ჰამასი“ ამტკიცებს, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 13 მძევალი დაიღუპა, მათ შორის არიან უცხოელები.