ისრაელში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია - ღაზა 1 200 დაღუპულის შესახებ იუწყება

12 ოქტომბერი 2023, 10:11 695 ნახვა

"ჰამასის" თავდასხმების შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ კუთვნილ ობიექტებზე ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებენ.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორზე შეტევა ისრაელზე „ჰამასის“ მიერ შაბათს დაწყებული თავდასხმის საპასუხოდ მიმდინარეობს.

გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 338 000-ს გადააჭარბა. ასევე აცხადებენ, რომ გახშირდა მოწოდებები ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე, რათა პალესტინელებს მიეცეთ საშუალება, დატოვონ კონფიქტის ზონა.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში