''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერები კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად ჩავიდნენ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავად პარტიის ლიდერები ადასტურებენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ვიზიტზე, და შეხვედრის დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ნაწილი კი ''ქართულ ოცნებასა'' და ''ნაციონალურ მოძრაობას'' ალიანსში ადანაშაულებს.
მმართველი გუნდის განცხადებით, კი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და სხვა ლიდერების კეზერაშვილთან ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არაფორმალური გავლენები, რასაც ნაციონალური მოძრაობა მათივე განცხადებით, ამ დრომდე უარყოფდა.