ვენეციის კომისიის დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები

11 ოქტომბერი 2023, 11:50 564 ნახვა

სასამართლოში კლანის არსებობა - მთავარი პრობლემა რაზეც ვენეციის კომისია მიუთითებს და გამოსასწორებელია- აცხადებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ალტერნატივა ოპოზიციური სპექტრის საკითხზე კონსულტაციებია.

საპარალამენტო უმრავლესობას კი მიაჩნია რომ კონკრეტული რეკომენდაციები შესრულებულია, ნაწილი კი ბუნდოვანია. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს. 

ასევე დასკვნის თანახმად, შეუსრულებელია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი