საომარი ვითარება ისრაელში 

07 ოქტომბერი 2023, 15:08 571 ნახვა

სირენები, ბომბები, სარაკეტო თავდასხმები - ისრაელში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. დაბომბილია რამდენიმე ძირითადი ქალაქი, მათ შორის თელ-ავივი, ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

გაცემულია ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციის შესახებ და მოწვეულია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო რეზერვისტების გაწვევაც დაამტკიცა.

ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან დღეს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო.

ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა ისროლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში