ხულოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის კურორტ ,,გოდერძიზე“ ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო. პროექტი ინგლისური ენის გაკვეთილებს, ლაშქრობებს, სპორტულ და გასართობ აქტივობებს მოიცავს.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიღება, ახალი მისწრაფებების აღმოჩენაა.
პროექტი ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით პირველად ხორციელდება.