ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 43-ჯერ გახსნეს.
გენშტაბის განმარტებით, კუპიანსკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სინკოვკას მახლობლად წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. ბახმუტის მიმართულებით კი დონეცკის ოლქის კურდიუმოვკას მახლობლად წინსვლას ცდილობდნენ.
რუსეთის ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 15 ბავშვია.