ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

12 აგვისტო 2023, 12:35 585 ნახვა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.ინფორმაციას ამის შესახებ მაუის გუბერნატორი ადასტურებს.

კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას. მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში და აღნიშნა, რომ ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში