ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ამბოხი იმ გენერლების გამოსავლენად მოხდა, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს. დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთში შიდა პოლიტიკური ვითარება მომავალში გაუარესდება.