პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

08 აგვისტო 2023, 15:30 678 ნახვა

პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 800 მეხანძრე. „ბიბისის“ ცნობით,  ოდემირიდან 1 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრების გამო დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. პორტუგალიაში ორშაბათს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. სანტარემში ტემპერატურა 46,4 გრადუსი ცელსიუსის იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში