რუსულმა ძალებმა ხერსონში 9 სართულიანი კორპუსი დაბომბეს - არის მსხვერპლი

07 აგვისტო 2023, 10:16 749 ნახვა

რუსეთის საჰაერო ძალებმა ღამით ხერსონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც  ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაკეტა 9 სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. თავდასხმის შედეგად, შემთხვევის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებები რჩება. მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკშიც. მათივე განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა 30 სარაკეტო და 48 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და 32-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინულ პოზიციებს.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 250 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა,  მათ შორის 540 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში